ახალი ამბები
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღეს არ განიხილება
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს აღარ გაიმართება.

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივნისს ჩანიშნული კომიტეტის ყველა სხდომა გადაიდო, რათა პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალება მიეცეთ შეხვდნენ და მოემზადონ საგანგებო პლენარული სესიისთვის.

რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.



Print