ახალი ამბები
ბორჯომის პარკი დროებით დაიხურა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა.

წაქცეულია ასწლოვანი ხეები და ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარკში შესასვლელი გზა კი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიწმინდება და მინერალური წყლის აღება ყველას შეეძლება.

ბორჯომში აგრეთვე კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეთ. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა ჯერ დათვლილი არა არის.


Print