ახალი ამბები
შშმ პირები მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარებას ადაპტირებული მანქანით შეძლებენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგვის ინიციატივა შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის. უწყების ხელმძღვანელი რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო. მან მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ.“

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა მომავალში ყველა კატეგორიის პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.



Print