ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტი თარიღი დაასახელა. არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს  გაიმართება. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მან პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა.

არჩევნების თარიღს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციაც სჭირდება. ოფიციალური აქტი არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოიცემა და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ თარიღს დაასახელებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
Print