ახალი ამბები
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდამჭერთა სიის გადამოწმება დღეს სრულდება
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესი დღეს დასრულდება.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ სიას საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს.

შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს ან მერობის კანდიდატს, შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ცესკო-ს დადგენილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

Print