ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ვქმნით
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ახალი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზური ენის დღე 27 ოქტომბერი მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აფხაზებს მიულოცა.  

„ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Print