ახალი ამბები
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ვადაგადაცილებული სესხი ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას ინფორმაციით, საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს.

“საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს. მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას”,  - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ კიკორიამ.


მისივე თქმით, პარლამენტში მათ შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს.

წყარო: ipn

Print