ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
107 ხმით 17-ის წინააღმდეგ საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ქვეყნის განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით არის წარმოდგენილი.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცებას რამდენიმე დღიანი საკანონმდებლო რიგგარეშე სესიები და კითხვა-პასუხი უძღოდა.

Print