ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში მოძრაობა ისევ აიკრძალება
ხვალ და ზეგ, 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო ნაკადი რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.

ცნობისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლება მიმდინარეობს.

Print