ახალი ამბები
ამაღამ საქართველოს უმეტეს რაიონში მოთოვს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თბილისში დღეს ღამით თოვლჭყაპს ვარაუდოებენ, გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვა იქნება.

ხვალ 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. რაც შეეხება სამეგრელო - ზემო სვანეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექი წვიმისა და თოვლის სახით ხვალიდან შემცირდება და ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ მოიმატებს.



Print