ახალი ამბები
პოროშენკო: საქართველოს აქვს შანსი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

„ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.




Print