ახალი ამბები
განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპი გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

მესამე ეტაპის ვადებში, კი შესაძლებელია მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად კი 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


Print