ახალი ამბები
99 ხმა 6-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ დროებით შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ რამდენიმე წუთის წინ ნდობა გამოუცხადა. გადაწყვეტილების მომხე 99 დეპუტატი იყო, პარლამენტის ექვსი წევრი კი წინააღმდეგ წავიდა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი მინისტრია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა სამინისტროს - ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დავით ზალკანიანი უხელმძღვანელებს.

აღნიშნული შემადგენლობა დროებითია, რადგან, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

ამავე თემაზე:

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტს წარუდგინა
Print