ახალი ამბები
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თადუმაძის კანდიდატურას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, პარლამენტის 2 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა.

შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია. ის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანიც იყო.

თადუმაძე კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.


ამავე თემაზე:

მთავარი პროკურორი გადადგა
Print