ახალი ამბები
გიორგი გახარია: მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია
შს სამინისტრის გიორგი გახარიას განცახდებით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია. რაც მინისტრის გნმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება დასჯადი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუგდიდში განაცხადა.

"მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული",- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ბიზნესის შესაძლო რეკეტს, გახარიას თქმით, ეს ბრალდებები ღიმილისმომგვრელია.

"რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ მთავარია, რომ ამის შემდგომ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print