ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე ხობის მაჟორიტარს: დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ.

მათ შროს კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა და ბერაიამ მისი მისამართით რეპლიკა გააკეთა. ხობის მაჟორიტარმა ფოფხაძეს უთხრა, რომ ის იდეოლოგიით "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი ბერაიას შემდეგი სიტყვებით მიმათა "გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს". ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა ამის საშუალება მას კოლეგებმა არ მისცეს.

Print