ახალი ამბები
NDI: "ოცნება" - 20%, ენმ - 13%, "ევროპული საქართველო" - 8%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.
NDI -ს ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 8% - "ევროპულ საქართველოს", 5% - "ლეიბორისტულ პარტიას", 4% - "პატრიოტთა ალიანსს", 3-3% - "ახალ საქართველოს" და "ერთიან საქართველოს", ხოლო 2% - "გირჩს".

ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, 35%-ს კი უარყოფითი პასუხი აქვს.



Print