ახალი ამბები
მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში აფხაზებს ელექტროენერგიის მიწოდებაში წელსაც დავეხმარებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს მოსახელობას, თუმცა ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება სეპარატისტებთან. მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში აფხაზებს ელექტროენერგიის მიწოდებაში წელსაც დაეცმარებიან.

„ენგურჰესის“ რესურსი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. რასაკვირველია, თუკი ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, როგორც შარშან, წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ და არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი დები და ძმები რთულ ვითარებაში. სეპარატისტებთან ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება და არ იქნება. როდესაც ვამბობთ, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ვინც საკმაოდ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ოკუპაციის ხაზს მიღმა. ჩვენი ვალია მათ დავეხმაროთ, მიუხედავად ყველა დესტრუქციული ქმედებისა, რასაც შესაძლოა მათი ე.წ. სამთავრობო რეჟიმები ახორციელებდნენ,"- ამბობს თურნავამ.

7 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი სისტემით გათიშვები დღეში ორჯერ ორი საათით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მათვე ცნობით, გრაფიკის ახალი პირობები დაკავშირებულია ჯვარის წყალსაცავში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობასთან, სადაც წყლის დონე ამ დროისათვის 445,78 მეტრს შეადგენს. ამავე ინფორმაციით, ყოველდღიურად ის ერთი მეტრით იკლებს. 

Print