ახალი ამბები
სოხუმი 14 მარტიდან ენგურის ხიდს ჩაკეტავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 14 მარტს 20:00 საათიდან ჩაიკეტება, წერს "აფსნიპრესი". ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დღეს გასცა.

ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 


Print