ახალი ამბები
ზუგდიდში შეკრებილ მრევლს მეუფემ ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა

ზუგდიდის, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ მრევლს ანტიბაქტერიული ხსნარი გადასცა და სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა.

ტაძარში ზიარება დღეს ჩვეულებისამებრ ძველი წესით ჩატარდა, თუმცა ღვინო, ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს.

მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა შეიკავოს თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, ტაძარში ზიარების მიღებისგან.

"ძველი წესი არ შეიცვლება, თუმცა, ვისაც აქვს ეს სიმპტომები და უნდა ზიარება, მზად ვართ, რომ ვაზიაროთ სახლში",- უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.



 

Print