ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტს ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი.

„ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, საიდანაც 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.
Print