ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული პირი წლისთავზე იმყოფებოდა
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, ახლობლის ოჯახში, წლისთავზე იმყოფებოდა. შესაბამისად ყველა ის პირი, რომელიც იქ იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშაა და იზოლაციაშია გადაყვანილი. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, - თქვა მინისტრმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინის ზონაში 1344 ადამიანია გადაყვანილი.

 

Print