ახალი ამბები
ფოთი-თბილისის სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სათვირთო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. ამავე ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print