ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი: სწრაფ ტესტებს მომავალ კვირაში მივიღებთ
ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. ეკატერინე ტიკარაძის თქმთ, ტესტებს ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებენ.

„ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი.

ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1 000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ცნობით, 200 ათას ტესტის მიღებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება კორეის სახელმწიფოსთან და მომავალი კვირის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით მიიღონ მომსახურება.

Print