ახალი ამბები
გიორგი გახარია: 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს. ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა. მანამდე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.


Print