ახალი ამბები
ონლაინ ვარჯიში მსოფლიო ჩემპიონთან ერთად - დავით ქირიას ინიციატივა
კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია გულშემატკივრებსა და გამომწერებს მასთან ერთად ონლაინ-ვარჯიშს სთავაზობს. ამის შესახებ ზუგდიდელმა სპორტსმენმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ონლაინ ვარჯიშის სურვილი ვისაც გაქვთ 21:00 შემოდით ჩემს გვერდზე, მოიმარაგეთ ორი წყლით სავსე პლასმასის ბოთლი, სკამი და პირსახოცი", - წერს ის.
როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ფეისბუქ ლაივის საშუალებით ყველა მსურველს ავარჯიშებს, ასევე გაუზიარებს კიკბოქსინგის რამდენიმე ილეთსაც.

"ვიჯექი სახლში, ვფიქრობდი რით შეიძლებოდა გამომეხატა მხარდაჭერა იმათთვის, ვინც ანალოგიურად რჩება შინ ამ პერიოდში. ვეცდები ვარჯიშთან ერთად ადამიანებს მივცე სტიმული და შევუქმნა განწყობა, მგონი ბევრს ვიმხიარულებთ", - გვითხრა დავით ქირიამ.

ცოტა ხნით ადრე კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო მადრიდში დაგეგმილი ბრძოლა, რომელშიც ქირია ესპანელ მეტოქეს ნეინაშ ნენეას შეხვდებოდა.


Print