ახალი ამბები
ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურში ერთი პირი გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. მას შესაბამისი კვლევები უტარდება. 

"შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში უტარდება კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ", - ამბობენ საავადმყოფოში.

დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი
დაუდასტურდა.

მავე თემაზე: 

საავადმყოფო: ზუგდიდში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნებით ერთი პირი მოათავსეს
Print