ახალი ამბები
სოხუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დამახარისხებელი პუნქტი გახსნეს
სოხუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანაშრომლების დახმარებით, დამახარისხებელი პუნქტი მოაწყეს. უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანია, არ მოხდეს ვირუსისთვის დამახასიათებელი და სხვა სომატური სიმპტომების მქონე პაციენტების ერთ სივრცეში მოთავსება. სამედიცინო დაწესებულების შესასვლელთან განათავსეს კარავი, სადაც მედიკოსები მაღალი ტემპერატურის მქონე მოქალაქეებს შეამოწმებენ, წერს "აფსადგილ ინფო".

ამავე ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებოს სამედიცინო სამმართველოს თანამშრომლები, უკვე მეორე დღეა მორიგეობენ "აფხაზურ- რუსულ" საზღვარზე. მათი ინფორმაციით, "ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, "რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელსაც 38 გრადუსამდე სიცხე აღენიშნებოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან გააბრუნეს".

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. სოხუმმა 25 მარტიდან ორკვირიანი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა.



ამავე თემაზე:

სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს



Print