საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამავე ცნობით კარანტინის რეჟიმშია 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. 90 დადასტურებული შემთხვევიდან, 16 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მოქალაქეს
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები