ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სოხუმში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ნაწილი ჩაიტანეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ სოხუმს 12 ათასი ქირურგიული პირბადე, სტაციონარის პირობებში გამოსაყენებლი 1780 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა. გარდა ამისა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რესპუბლიკას 35 ლიტრი ხელების დასამუშავებელი სანიტარული სითხე მიაწოდა.

მანამდე, 18 მარტს სოხუმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე, 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და პერსონალური მოვლისთვის აუცილებელი 500 კომპლექტი ჩაიტანეს.


Print