ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულის და მისი კონტაქტების პერსონალური ინფორმაცია ზუგდიდში ინტერნეტმომხმარებლებმა გაავრცელეს 
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა იმ პირის ვინაობა და კონტაქტები გაავრცელეს, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფეისბუქზე გავრცელებულ შეტყობინებებსა და პოსტებში დეტალურადაა აღწერილი პირის საკონტაქტო წრე, ასევე სამეგრელოში მისი ყოფნის დროს განხორციელებული მარშრუტებისა და სტუმრობების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია.

"ჩვენი სამსახურიდან არ გასულა პერსონალური ინფორმაცია და პირიქით, ვინც ამას გვერდზე იპოსტავს მოვუწოდებთ ნუ ავრცელებს", - ამბობს ის. 

რადიო "ათინათი" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ მომართვის შემთხვევაში საქმეს შეისწავლიან და საჭიროებისამებრ შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
Print