ახალი ამბები
შესაძლოა, გაგრაში კომენდანტის საათი გამოცხადონ
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ. ამის შესახებ გაგრის რაიონის "ხელმძღვანელმა" ვალერი ჯენიამ განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია. მისივე ინფორმაციით, "მოსახლეობაში მომხდართან დაკავშირებით პანიკა არ აღინიშნება, უმეტესობა იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს, თუმცა, ჯერაც არიან მოქალაქეები, რომლებიც ხელისფულების მოწოდების მიუხედავადა, ქუჩებში გამოდიან".

ამ ეტპაზე განიხილება გაგრის რაიონში კომენდანტის საათის შემოღების საკითხი, თუმცა, ჯენიას თქმით, საბოლოო გადაწვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამასთან ერთად, გაძლიერებულია ძალოვანი სტრუქტურების კონტროლი ბზიფის და გაგრის საგუშაგოებზე, სადაც იზღუდება მოქალაქეების გადაადგილება.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

Print