ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით დაინიფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ის, გუშინ დადასტურებული პირველი ინფიცირებულის კონტაქტია, ამის შესახებ ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, მოქალაქე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას შესაბამისი მკურნალოა უტარდება.

კორონავირუსზე ტესტირება კიდევ კიდევ 5  ადამიანს ჩაუტარდა, პირველი ინფიცირებულის კლასტერიდან, თუმცა, მათ Сovid – 19 არ დაუდასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.




Print