ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ანალიზი COVID 19-ზე უარყოფითია
ზუგდიდში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირის პირველადი ანალიზის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ დაადასტურა. მისი თქმით, დღესვე გახდება ცნობილი განმეორებითი ანალიზის შედეგიც.

"მნიშვნელოვანია, რომ გადაგზავნილი ერთ-ერთი ნიმუში, არის ინფიცირებულის, რომელიც გადის მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ აღებული ანალიზის შედეგი არის უარყოფითი, დღეს საღამოს გვეცოდინება განმეორებითის პასუხი - თუ იქნა უარყოფითი, ეს იქნება პირველი შემთხვევა ჩვენს რეგიონში, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება", - თქვა მან. 

67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა




Print