ახალი ამბები
ინფიცირებული ფოთელი ექიმის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის ფოთელი ექიმის ოჯახის წევრების ანალიზებზე ლუგარიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა.

"საბედნიეროდ, მისი შვილის და მეუღლის ანალიზები ჩამოვიდა და უარყოფითი პასუხებია. ექიმის კონტაქტები ცნობილია და მასზე დამატებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ", - თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამავე ცნობით, თავად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კოვიდ-19 გუშინ დაუდგინდა და ეს ფოთში პირველი დადასტურებული შემთხვევაა.


Print