ახალი ამბები
მარტვილის ცხელების ცენტრში COVID 19-ის ნიშნებით ექიმი შეიყვანეს
მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ერთ-ერთი სამედიცინო ქსელის კლინიკაში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი როზა ჯანაშია ადასტურებს.

"შემოვიდა თვითდინებით ცხელების ცენტრში ექიმი და დარჩება 24 საათი დაკვირვების ქვეშ. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში",- ამბობს ის.

მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.
Print