ახალი ამბები
სამშვიდობო პარაკლისი ენგურის ხიდზე (ფოტო, ვიდეო)
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ადმინისტრაციულ საზღვართან სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა. "მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მშვიდობიანად დაგვაბრუნოს და ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, გაერთიანებულიყოს ჩვენი სამშობლო", - თქვა მეუფე გერასიმემ. 
მან ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღდგომა მიულოცა ენგურის ხიდთან არსებული საგუშაგოსა და ცაიშში მდებარე ბლოკ-პოსტის მორიგეებს. მეუფემ მათ სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები და ხატები გადასცა.
დღესვე, ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ მომუშავე მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

ვიდეო: გოჩა ლემონჯარია
ფოტო:ლევან გაბეჩავა

Print