ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციას 174 პირი გადის. ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია 837 მოქალაქეს მოეხსნა.

,,რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია. სასიხარულოა ის, რომ ჩვენ 2 გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში. რა თქმა უნდა ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის“, - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე ცნობით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.

Print