ახალი ამბები
საქართველოში COVID 19-ის შემთხვევები 15-ით გაიზარდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 156 მოქალაქე, 6 კი გარდაცვლილი

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საიტზე განახლებული სტატისტიკით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.
Print