ახალი ამბები
სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ანალიზის პასუხების ნაწილს ახალ კორონავირუსზე დღეს ელოდებიან
სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში 27 აპრილს გაგზავნილი 52 ნიმუშიდან ნაწილის პასუხი ცნობილია. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 23 უარყოფითია, ხოლო დანარჩენ 29-ის პასუხს დღეს ელოდებიან. აქედან, 25 ნიმუში ფოთიდანაა გაგზავნილი, მათგან 23 - მედპერსონალის ბიოლოგიური მასალაა.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების წესების დარღვევისათვის 3 პირი დააჯარიმეს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, აქ ამ დროისთვის 85 პირი იმყოფება. თვითიზოლაციის პერიოდს კი 186 პირი გადის. ჯამში თვითიზოლაცია 872 მოქალაქეს მოეხსნა.

Print