ახალი ამბები
უბედური შემთხვევა სვანეთში - ახლაგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა
მესტიის სოფელ ნაკრაში ფეხით მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა. მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლინის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. მისივე ცნობით, ამ წუთებში ცხედრის ამოყვანას თანასოფლელები ცდილობენ. მამაკაცი, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print