ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი რუსეთიდან ჩასულ კიდევ 3 სტუდენტს დაუდასტურდა
სოხუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 3-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული სტუდენტები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. მათ გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის Covid– 19 - ით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წერს "აფსადგილ ინფო".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოხუმის საკარანტინო ზონაში, სასტუმრო "აიტარში", 256 მოქალაქე იმყოფება, მათგან 216 რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტია.


Print