ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდგინდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებული არასრულწლოვანია და ის ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება. 

რამდენიმე საათით ადრე, Covid 19-ი დაუდგინდა მამაკაცის 2 ნათესავს, რომლებიც ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ. 

ამ დროისთვის აღნიშნული პირის კონტაქტებიდან კარანტინში 27 ადამიანია გადაყვანილი, 8 პირი კი თვითიზოლაციაშია. ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე მძღოლის ოჯახის 6 წევრს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. 

42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. სხვა პაციენტები კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობენ. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. 

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ

Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტები, მათ შორის 15 არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს 

კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა 

Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ
Print