ახალი ამბები
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“: ტრაილერის მძღოლს მესტიაში მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდა კონტაქტი

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ტრაილერის მძღოლის მესტიის მუნიციპალიტეტში უშუალო კონტაქტი მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა უთხრა. ნია ბჟალავას თქმით, მძღოლის კონტაქტს კოვიდ19-ზე პირველადი ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითი იყო. ამჟამად, ის თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ტრაილერის მძღოლმა მესტიელ მამაკაც სამშენებლო მასალა 14 მაისს მიუტანა სახლში. მასთან უშუალო კონტაქტი ოჯახის მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა. მესტიის მკვიდრმა მუნიციპალიტეტი 14 მაისს დატოვა და ის თბილისში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მძღოლს მესტიასთან ჰქონდა შეხება, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია ამ ფაქტმა და კომპანიამ, რომელშიც ტრაილერის მძღოლია დასაქმებული, საკუთარი სახსრებით ანალიზი აუღო მესტიის მკვიდრს. პასუხი უარყოფით იყო, თუმცა მას განმეორებით ანალიზი ჩაუტარდება 23 მაისს, თვითიზოლაციის ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე“, - ამბობს ნია ბჟალავა.

მისივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ოჯახის სხვა წევრებზეც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია გაიცა.



 

Print