ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვიდან დაბრუნებულ 7 კურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 57 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 7 -ს Covid – 19 დაუდგინდა. ისინი კურსანტები არიან, რომლებიც გუშინ მოსკოვიდან დაბრუნდნენ სოხუმში. მათ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, სოხუმის საკარანტინო ზონა 13 - მა ადამიანმა დატოვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევა დაფიქსირდა. 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

Print