ახალი ამბები
სოხუმში კორონავირუსი კიდევ ერთ კურსანტს დაუდასტურდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 23 ადამიანს ჩაუტარდა. ტესტირების შედეგად Covid-19 დაუდგინდა მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს. მას სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, წერს "აფსადგილ ინფო". 

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევაა გამოვლენილი. 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print