ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოჯამრტელდა 1 პაციენტი. სულ ამ დროისთვის კოვიდ19-სგან 703 ადამიანი განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია და საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს. მისივე განმარტებით, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონაში გამოვლინდა, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს უკავშირდება.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 14 ადამიანი გარდაიცვალა.

Print