ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 185 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 185 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის არიან ცხელების კლინიკებისა და დიალიზზე პაციენტები, მედიკოსები, საბაჟოს თანამშრომლები, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველოში Covid19-ით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 946 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825-ს შეადგენს.
Print