ახალი ამბები
ენგურჰესის თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში მოთავსებულ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ უთხრა. მისი განმარტებით კვლევა პისიარ მეთოდით ჩატარდა, პასუხი კი უარყოფითია. 

ენგურჰესის თანამშრომელს, რომელიც დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა და Covid 19-ზე სწრაფი ტესტირება ენგურის ხიდთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა, პირველადი მონაცემებით სუსტად დადებითი პასუხი ჰქონდა. 

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე გადმოსული მამაკაცის სწრაფი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია
Print