ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 22 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, 4 მედიკოსი, შს სამინისტროს 1 თანამშრომელი, ასევე 4 საკარანტინო სივრცეში და 1 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

რუხის კლინიკაში ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.


Print